რეკორდული შემოსავალი ტურიზმიდან – რომელი ქვეყნის ვიზიტორებმა დახარჯეს ყველაზე მეტი საქართველოში

რეკორდული შემოსავალი ტურიზმიდან – რომელი ქვეყნის ვიზიტორებმა დახარჯეს ყველაზე მეტი საქართველოში

4.125 მლრდ დოლარი – ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. ბოლო 1 წელიწადში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 608.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

გასულ წელს ყველაზე მეტი შემოსავალი მესამე კვარტალში მივიღეთ და ამ მაჩვენებელმა 1.447 მლრდ დოლარი შეადგინა. შემოსავლებში რუსი ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლები ლიდერობს, რამაც 938 მლნ დოლარს გადააჭარბა.

შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების მიხედვით:

  1. რუსეთი 938.3 მლნ დოლარი
  2. თურქეთი 639 მლნ დოლარი
  3. EU / დიდი ბრიტანეთი 6 მლნ დოლარი
  4. ისრაელი 308.2 მლნ დოლარი
  5. უკრაინა 5 მლნ დოლარი
  6. სომხეთი – 161. 4 მლნ დოლარი
  7. აზერებაიჯანი 6 მლნ დოლარი
  8. ირანი 128.2 მლნ დოლარი
  9. ბელარუსი – 102.7 მლნ დოლარი
  10. საუდის არაბეთი – 100.7 მლნ დოლარი
  11. სხვა ქვეყნები 879.2 მლნ დოლარი

ეროვნული ბანკის შეფასებით 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 42.5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი პირები, ამიტომ მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

ტურიზმის შემოსავლებში ასევე არ არის გათვალისწინებული 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.5% და უკრაინის მოქალაქეების 30.3%.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…